ევროპარლამენტარები ჯო ბაიდენს მოუწოდებენ, პუტინი მოსალოდნელი ახალი სანქციების შესახებ გააფრთხილოს
ევროპარლამენტარები აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მოუწოდებენ, პუტინი მოსალოდნელი ახალი სანქციების შესახებ გააფრთხილოს. ამ გზავნილის შემცველი ვიდეომიმართვაც „ევროპის სახალხო პარტიის“ პოლიტიკური ჯგუფის ტვიტერის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.
ვიდეოგზავნილში პოლონელი ევროდეპუტატი რადოსლავ შიკორსკი მოუწოდებს აშშ-ის ლიდერს, გადასცეს პუტინს, რომ თუ რუსეთი გააგრძელებს სხვა ქვეყნების შანტაჟს, მაშინ აშშ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ წინააღმდეგ სანქციებს ხელახლა დააწესებს.
„თუ რუსეთი კვლავ დასეხმება თავს მეზობელენს, ჩვენ საპასუხო ნაბიჯებს გადავდგამთ, და ეს მხოლოდ სიტყვები აღარ იქნება“, – ამბობს შიკორსკი.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტისა და რუსეთის ლიდერის შეხვედრა, დღეს ჟენევაში გაიმართება.