2020 წლის ევროვიზიის ნაცვლად დაგეგმილი შოუ - „ევროპა აანთე შუქი“ - პირველი არხის ეთერში 16 მაისს, 23:00 საათზე დაიწყება
ევროპის მაუწყებელთა კავშირის გადაწყვეტილებით, მსოფლიო პანდემიის გამო, „ევროვიზია 2020“-ის გაუქმების მიუხედავად, 16 მაისს კონცერტი გაიმართება.
„ევროპა, აანთე შუქი“ – ასე ერქმევა შოუს, რომელშიც 2020 წლის ევროვიზიის ყველა ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. შოუს პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოს პირველ არხზე 23:00 საათიდან დაიწყება და მას დემეტრე ერგემლიძე გაუძღვება.
შოუში მონაწილეობას 41 ქვეყნის კონკურსანტები მიიღებენ, რომლებიც 2020 წლის ევროვიზიაზე უნდა გამოსულიყვნენ, მათ შორის თორნიკე ყიფიანი, სიმღერით Take Me As I Am („მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ“).
შოუს შესახებ „ახალ დღეში“ თორნიკე ყიფიანმა და ევროვიზიის დელეგაციის ხელმძღვანელმა ნათია მშვენიერაძემ ისაუბრეს.