უნგრეთი მეცნიერებზე სახელმწიფო კონტროლს აძლიერებს.
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ქვეყნის პარლამენტმა კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობით მოქმედ სამეცნიერო-კვლევით ორგანოებზე სახელმწიფოს კონტროლის გაძლიერებას ითვალისწინებს.
ტელეკომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ახალი კანონი 200 წლიანი ისტორიის მქონე მეცნიერებათა აკადემიას კვლევით ორგანოებთან არსებულ ქსელს უზღუდავს. აღნიშნული ფუნქცია ახალ კომიტეტს გადაეცემა, რომლის ხელმძღვანელს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი დანიშნავს, წევრების ნახევარი კი მთავრობის წარმომადგენლებით დაკომპლექტება.
უნგრეთის ინოვაციების და ტექნოლოგიების მინისტრის, ლასზლო პალკოვიჩსის განცხადებით, ცვლილებები ქვეყნის გრძელვადიანი კონკურენციის მდგრადი გაძლიერების და რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენებისთვის არის საჭირო.
კანონის მიხედვით, მთავრობა კვლევით ინსტიტუტებს ცალკე უხელმძღვანელებს და მას ახალი სამეცნიერო-კვლევითი ორგანოების გახსნა ან არსებულის დახურვა შეეძლება.
უნგრეთის მეცნიერებათა აკადემია მთავრობის გადაწყვეტილებას ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. უნგრეთის ხელისუფლების ახალი კანონი ათასობით მოქალაქემ გააპროტესტა.