„ევრონიუსი“ - თურქეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანის ერთ-ერთ მთავარ ოპონენტს ცხრა წლით პატიმრობა მიუსაჯეს
თურქეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანის ერთ-ერთ მთავარ ოპონენტს ცხრა წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.
თურქეთის ოპოზიციური სახალხო რესპუბლიკური პარტიის წევრი კანან კაფტანოღლუ ტერორისტული პროპაგანდის გავრცელებასა და ქვეყნის პრეზიდენტის შეურაცხყოფაში სცნეს დამნაშავედ. საქმე ეხება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებებს, რომლებიც მან მიკრობლოგ „ტვიტერის“ პირად გვერდზე 2012-2017 წლებში დაწერა. აღნიშნული განცხადებები თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეხებოდა.
„ევრონიუსი“ აღნიშნავს, რომ თურქეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე სტამბოლში მერის არჩევნებში მმართველი პარტია დამარცხდა. თუმცა ქვეყნის საარჩევნო კომისიამ შედეგების ანულირება მოახდინა. განმეორებით ჩატარებულ არჩევნებში კი, კვლავ თურქეთის „რესპუბლიკური სახალხო პარიის“ წარმომადგენელმა გაიმარჯვა.