„ევრონიუსი“ - გამოკითხვის შედეგად, საფრანგეთის მოქალაქეთა 60 პროცენტი კარანტინის რეჟიმს არღვევს
საფრანგეთის მოქალაქეთა 60 პროცენტი კარანტინის რეჟიმს არღვევს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ უახლეს გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მოქალაქეთა დიდი ნაწილი აღიარებს, რომ კარანტინის რეჟიმის პერიოდში სახლიდან გასვლისთვის საჭირო საშვის მისაღებად, აპლიკაციაში ცრუ მიზეზებს მიუთითებდნენ.
„ევრონიუსი“ წერს, რომ მოქალაქეები კარანტინის წესებს არღვევენ, როდესაც სახლში ახლობლებს და მეგობრებს ეპატიჟებიან.
კვლევის შედეგად გამოჩნდა, რომ საფრანგეთის მოქალაქეები მეორე კარანტინს პირველთან შედარებით უფრო მსუბუქად აღიქვამენ. თუმცა, მარტთან შედარებით შემოდგომაზე გამოცხადებული კარანტინი ადამიანების მორალურ მდგომარეობაზე უარესად მოქმედებს. გამოკითხვის შედეგად, მოქალაქეების 28%-ი სევდიან განწყობაზეა.