„ევრონიუსი" - ფრანგი ავიადისპეტჩერების გაფიცვის გამო აეროპორტებში შეფერხებებია მოსალოდნელი
ფრანგი ავიადისპეტჩერების გაფიცვის გამო აეროპორტების მუშაობაში შეფერხებებია მოსალოდნელი.
როგორც „ევრონიუსი“ იუწყება, დისპეტჩერები საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გეგმას აპროტესტებენ, რის გამოც მათი ვარაუდით, სამუშაო პირობები შეიძლება გაუარესდეს.
როგორც იუწყებიან, რეისების გადადების შესახებ განცხადება უკვე გააკეთა „ბრითიშ ეარვეისმა“, „რეინეარმა“ და „იზიჯეტმა“.
ფრანგული მედიის ცნობით, გაფიცვა პარიზის შარლ დე გოლის სახელობის აეროპორტს არ შეეხება.