„ევრონიუსი“ - ევროკავშირმა საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომელთა მოქალაქეებს საზღვრების გახსნის შემდეგ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ
„ევრონიუსი“ - ევროკავშირმა საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომელთა მოქალაქეებს საზღვრების გახსნის შემდეგ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ

ევროკავშირმა საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომელთა მოქალაქეებს საზღვრების გახსნის შემდეგ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ, – ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. სამუშაო სიის ვერსია „ევრონიუსმა“ დიპლომატიური არხების მეშვეობით მოიპოვა.

მათივე ცნობით, ამ დრომდე სადავო რჩება საზღვრების გახსნის თარიღი, პირველადი ვერსიით, საზღვრების გახსნა პირველი ივლისიდან უნდა დაწყებულიყო.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის სიაში საქართველოს მეზობელი სახელმწიფოებიდან მხოლოდ თურქეთია. საზღვრების გახსნა ასევე შეეხებათ უკრაინისა და ჩინეთის მოქალაქეებს.

როგორც „ევრონიუსი“ იუწყება, სიამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რადგან ევროკავშირის სიაში ვერ მოხვდა ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც „კოვიდ-19“-სგან ყველაზე მეტად არის დაზარალებული. სიაში ასევე ვერ მოხვდნენ რუსეთი, ბრაზილია და ყატარი.

ბრიუსელში საზღვრების გახსნის საკითხზე დისკუსია 26 ივნისსაც გაგრძელდება. დიპლომატიური წყარო ასევე ამბობს, რომ წევრ სახელმწიფოებს შორის უთანხმოებაა კრიტერიუმზე, რომელიც გამოყენებული უნდა იყოს საზღვრების გახსნის გადაწყვეტილების დროს.

„ევრონიუსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარია ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებზე: ვატიკანი, მონაკო, მონტენეგრო, ანდორა, სერბეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, უკრაინა, ალბანეთი, თურქეთი, კოსოვო, ჩრდილოეთ კორეა, თურქმენეთი, ვიეტნამი, ჩინეთი, ტაილანდი, მიანმარი, მონღოლეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, საქართველო, ბჰუტანი, ლიბანი, ინდონეზია, უზბეკეთი, ინდოეთი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი, პალაუ, ახალი ზელანდია, ავსტრალია, დომინიკა, ბაჰამის კუნძულები, სენტ-ლუსია, ურუგვაი, იამაიკა, კუბა, გაიანა, პარაგვაი, ვენესუელა, ნიკარაგუა, კოსტა რიკა, კანადა, ანგოლა, ტუნისი, ნამიბია, უგანდა, მოზამბიკი, მავრიკი, ზამბია, რუანდა, ეთიოპია, მაროკო, ალჟირი და ეგვიპტე.