ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტები თურქეთში ვიზიტისას ურთიერთობების განახლებას შეეცდებიან
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი თურქეთში ვიზიტისას ურთიერთობების განახლებას შეეცდებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის მაღალჩინოსნები თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გეგმავენ შეხვედრას.
ურსულა ფონ დერ ლაიენი და შარლ მიშელი თურქეთის ხელისუფლებას ეკონომიკურ და დიპლომატიური ინიციატივებს შესთავაზებენ.
საუბარი შეეხება საბაჟო კავშირის მოდერნიზაციას და ვიზის ლიბერალიზაციას, ასევე უსაფრთხოების საკითხებს და ჯანდაცვას.
ევროპული მედიის ცნობით, ბრიუსელი ანკარას, სავარაუდოდ, სირიელი ლტოლვილების დასაფინანსებლად დამატებით სახსრებს შესთავაზებს, თუმცა ურთიერთობების გასაუმჯობესებლად საგზაო რუკა დამოკიდებული იქნება თურქეთის ქცევაზე მეზობელ საბერძნეთთან და კვიპროსთან მიმართებით.