ევროკომისიის წარმომადგენელი „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორს შეხვდა
ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი დღეს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორს, დავით ფერაძეს შეხვდა.
რკინიგზის ცნობით, შეხვედრის მიზანი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის განვითარება იყო.
ჰენრიკ ჰოლოლეი საქართველოს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიასა და ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ხელმძღვანელ პირებთან.
პირველი შეხვედრა „საქართველოს აეროპორტების“ გაერთიანების გენერალურ დირექტორთან, გიორგი ჩოგოვაძესთან გაიმართა.