ევროკომისიის წარმომადგენელი - ჩვენ გადავწყვიტეთ, არ დავაჩქაროთ საქართველოს პოლიტიკური ელიტა დეპოლარიზაციის მცდელობებში, ამიტომ გაფართოების პაკეტის პრიორიტეტებზე ანგარიშს 2023 წლისთვის მოვამზადებთ
ჩვენ გადავწყვიტეთ, არ დავაჩქაროთ საქართველოს პოლიტიკური ელიტა დეპოლარიზაციის მცდელობებში, ამიტომ გაფართოების პაკეტის პრიორიტეტებზე ანგარიშს 2023 წლისთვის მოვამზადებთ, – ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა მიხაელ რუპიმ ევროპარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე განაცხადა.
მისივე თქმით, მოხარული არიან, რომ საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, როცა გადაწყდება რიგი პრიორიტეტები.
„რა თქმა უნდა, რუსულმა აგრესიამ შეცვალა გეოპოლიტიკური რეალობა ევროპაში და ამაზე ფართოდ გვისაუბრია აქ. ამიტომ ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვაქვს დიდი მხარდაჭერა რეგიონის მიმართ კომისიის მიდგომასთან დაკავშირებით. როდესაც კომისიამ დაამტკიცა ჩვენი მოსაზრება, 17 ივნისის მოსაზრება, შემდეგ საბჭომ გაითვალისწინა ჩვენი რჩევა და მოხარული ვართ, რომ საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, როდესაც გადაწყდება რიგი პრიორიტეტები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დაინტერესებული ვართ იმით, რომ საქართველო მუშაობს ბევრს, ღრმად და ზედმიწევნით ამ პრიორიტეტებზე. ამიტომ ფრთხილად, განსჯის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ არ დავაჩქაროთ საქართველოს პოლიტიკური ელიტა მათ მცდელობებში ქვეყნის დეპოლარიზებისთვის, რათა დასხდნენ იგივე მაგიდასთან, რათა ზედმიწევნით იმუშაონ რეფორმებზე. ამიტომ ჩვენ, როგორც ევროპულმა საბჭომ გვთხოვა, მოვამზადებთ პაკეტს 2023 წლის გაფართოების პაკეტის პრიორიტეტებზე. ქართულ პოლიტიკურ სისტემას ეს მისცემს საკმარის დროს, იმუშაოს ამ პრიორიტეტებზე, თუმცა, რა თქმა უნდა, არ შეწყდება მუშაობა და ჩემმა კოლეგებმა აღნიშნეს, ჩვენ გვაქვს საქართველოსთან ჩართულობის საკმაო მრავალფეროვნება“, – განაცხადა მიხაელ რუპიმ.