ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - რუსეთის აგრესიის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად უკრაინას 500-დან 600 მილიარდ ევრომდე დასჭირდება
რუსეთის აგრესიის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად უკრაინას 500-დან 600 მილიარდ ევრომდე დასჭირდება, – ამის შესახებ Politico ევროპული კომისიის ვიცე-პრეზიდენტის ვალდის დომბროვსკისის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.
დომბროვსკისის განცხადებით, რეკონსტრუქციის მცდელობები საერთაშორისო თანამეგობრობის კოორდინაციას მოითხოვს და ევროკავშირი მზად არის, ეს კოორდინაცია განახორციელოს.
მისივე თქმით, ამ თვის ბოლოს იქნება წინადადება, რომელიც ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციას ამ მხარდაჭერას დააკავშირებს სტრუქტურულ რეფორმებთან, რომელიც უკრაინას, როგორც ევროკავშირის კანდიდატს შეიძლება, დასჭირდეს.