ევროკომისიის შემფასებელი მისია საგანგებო სიტუაციების სამსახურის შესაძლებლობებს ეცნობა და განვითარების რეკომენდაციებს ამზადებს
ევროკომისიის შემფასებელი მისია საგანგებო სიტუაციების სამსახურის შესაძლებლობებს ეცნობა და განვითარების რეკომენდაციებს ამზადებს

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროკომისიის შემფასებელი მისია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაძლებლობებს ეცნობა და შემდგომი განვითარების რეკომენდაციებს ამზადებს.

ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების, ჰუმანიტარული დახმარების დირექტორატისა და სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმის წევრებმა პირველი სამუშაო შეხვედრა დღეს გამართეს, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი ესწრებოდა.

მისიის წევრებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საქართველოში სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის მუშაობასა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განვითარების სტრატეგიაზე.

დელეგაციის წევრებმა კრიზისების ეროვნული ცენტრიც დაათვალიერეს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრსა და ქვეყნის მასშტაბით სახანძრო-სამაშველო განყოფილებებში სტუმრობა.

ევროკომისიის შემფასებელი მისიის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 21 მარტამდე გაგრძელდება.

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.