ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი - ევროკავშირი მიესალმება, რომ დღეს ჟენევაში მოლაპარაკებების 56-ე რაუნდი იმართება საქართველოში 2008 წლის კონფლიქტის შედეგებზე
ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ევროკავშირი მიესალმება, რომ დღეს შვეიცარიაში იმართება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 56-ე რაუნდი საქართველოში 2008 წლის კონფლიქტის შედეგებზე. განცხადების თანახმად, 2008 წლის ოქტომბრიდან ევროკავშირი აქტიურად ჩართულია კონფლიქტის დარეგულირების ძალისხმევაში და მუშაობს როგორც თანათავმჯდომარე გაერო-სა და ეუთო-სთან.
ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები რჩება მთავარ პლატფორმად, სადაც განიხილება კონფლიქტის შედეგები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, ის ემსახურება ნდობის ჩამოყალიბებას და ადგილობრივი მოსახლეობის გადაუდებელი ჰუმანიტარულ საჭიროებებზე რეაგირებას. ამას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს მიმდინარე გეოპოლიტიკურ კონტექსტში.
განცხადების თანახმად, ევროკავშირი, როგორც თანათავმჯდომარე რჩება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში აქტიური ჩართულობის ერთგული.