ევროკომისიის პრეზიდენტი - ორ დღეში ევროკავშირში ვაქცინაცია იწყება, შევძლებთ, ნორმალურ ცხოვრებას ეტაპობრივად დავუბრუნდეთ
ევროკომისიის პრეზიდეტი ურსულა ფონ დერ ლაიენი იმედს გამოთქვამს, რომ ვაქცინაციის დაწყების შემდეგ ევროკავშირში ნორმალური ცხოვრება ეტაპობრივად აღდგება.
ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„წელს შობა განსხვავებულია, თუმცა დღეს მაქვს იმედის გზავნილი: ერთად ჩვენ დავამარცხებთ ვირუსს. ორ დღეში ევროკავშირის ფარგლებში ვაქცინაცია იწყება. ჩვენ შევძლებთ, ნორმალურ ცხოვრებას ეტაპობრივად დავუბრუნდეთ. მანამდე მოდით, ვიყოთ ფრთხილად. ბედნიერ შობას გისურვებთ“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
21 დეკემბერს ევროპის სამედიცინო სააგენტომ, შემდგომ კი ევროკომისიამ გამოყენებისთვის „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ წარმოებული ვაქცინა დაამტკიცა.