ევროკომისიის პრეზიდენტი - ხანდახან მეც ევროსკეპტიკოსი ვარ
ევროკომისიის პრეზიდენტი - ხანდახან მეც ევროსკეპტიკოსი ვარ

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი აცხადებს, რომ ხანდახან ისიც კი ევროსკეპტიკოსია. ამის შესახებ იუნკერმა გერმანულ გამოცემა „ბილდთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ უნდა დავყოთ ევროსკეპტიკოსები და ანტიევროპელები. ჯანსაღ სკეპტიციზმში ცუდი არაფერია. მე დღეში ერთხელ მაინც ვხდები ევროსკეპტიკოსი“, – ამბობს ჟან-კლოდ იუნკერი.

ამავე ინტერვიუში ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას მუდამ კომერციული თვითმფრინავებით უწევს ფრენა და ხუთი წელია, სასტუმროში ცხოვრობს.

„ბოლო ხუთი წელი 50 კვადრატული მეტრის ფართობის ბინაში გავატარე, რადგან ევროკომისიის პრეზიდენტს რეზიდენცია არ აქვს. ამიტომ ვერავის ვპატიჟებ. ჩემს საწოლზე ხომ არ მივიღებ სტუმრებს? არც თვითმფრინავი მყავს. ამიტომ, როდესაც დონალდ ტრამპს ვესაუბრებოდი, სულ საათზე ვიყურებოდი, რომ რეისზე არ დამეგვიანებინა. ტრამპი კი მეუბნებოდა „შენი თვითმფრინავი დაგელოდება!“. ის ვერც კი მიხვდა, რომ ჩემი თვითმფრინავი არ მყავს“, – განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.

ევროკომისიის მოქმედ პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა 31 ოქტომბერს ეწურება.