ისრაელის მედია – ბენიამინ ნეთანიაჰუმ უსაფრთხოების კაბინეტის შეხვედრაზე განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ოპერაცია გარდაუვალია
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უსაფრთხოების კაბინეტის შეხვედრაზე განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ოპერაცია გარდაუვალია.
ისრაელის თავდაცვის ძალების მაღალი რანგის ოფიცერმა ისრაელის მედიას განუცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებსა და აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას შორის არსებობს შეთანხმებული და დამტკიცებული გეგმები და რომ საკითხი მხოლოდ დროშია. ოფიცრის თქმით, ორივე ქვეყანა ელოდება, თუ რის გაკეთებას გადაწყვეტს ტრამპი და როდის იქნება ამისთვის შესაფერისი დრო.
ისრაელის მედიის თანახმად, ეს ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც 18 ნოემბერს, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელი, ადმირალი ბრედ კუპერი ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ეიალ ზამირსა და ისრაელის სხვა მაღალჩინოსან სამხედრო პირებს, მათ შორის ისრაელის საგარეო დაზვერვის, „მოსადის“ ხელმძღვანელ რომან გოფმანს შეხვდა. ამის შემდეგ კუპერი საუდის არაბეთში გაემგზავრა, სადაც სპარსეთის ყურის ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.