დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობის გარეშე უკრაინასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს არ მიიღებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობის გარეშე უკრაინასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს არ მიიღებს.
თეთრი სახლის ლიდერმა ამის შესახებ აშშ-ში დაბრუნებისას, Air Force One-ის ბორტიდან „ენბისი ნიუსისთვის“ მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ეთანხმება ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლოდროინდელ კომენტარს, რომ აშშ-მა, ჩინეთმა და რუსეთმა არ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები უკრაინის ომის დასრულება კიევის მონაწილეობის გარეშე.
„მე ვეთანხმები მას… მე არაფერს გავაკეთებ ზელენსკის გარეშე. ის ამ ქვეყნის მეთაურია, ამიტომ მე ამას არ გავაკეთებ“, – განაცხადა ტრამპმა.