ევროკომისიის პრეზიდენტი - ევროპას კორონავირუსის საპასუხოდ „ახალი მარშალის გეგმა“ სჭირდება
ევროპას კორონავირუსის საპასუხოდ „ახალი მარშალის გეგმა“ სჭირდება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის ახალი მრავალწლიანი ბიუჯეტი კორონავირუსის კრიზისის მიმართ ძლიერი პასუხი უნდა გახდეს.
„მე ხშირად მითქვამს წარსულში, რომ ევროპას სჭირდება „ახალი მარშალის გეგმა“. ჩვენ გვჭირდება მასშტაბური საჯარო და კერძო ინვესტიციები, რათა გამოვაცოცხლოთ ეკონომიკა, აღვადგინოთ ის და შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები. ამისათვის კი ევროკავშირის ახალი ძლიერი ბიუჯეტია საჭირო“, – აღნიშნავს ფონ დერ ლაიენი.