ევროკომისიის პრეზიდენტი - დასაწყისში, როდესაც იტალიას დახმარების ხელი სჭირდებოდა, ბევრი იქ არ იყო
დასაწყისში, როდესაც იტალიას დახმარების ხელი სჭირდებოდა, ბევრი იქ არ იყო დროულად, – „ბიბისის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, რეალურად ამისთვის მზად არავინ იყო.
„სიმართლეა, რომ დასაწყისში, როდესაც იტალიას დახმარების ხელი სჭირდებოდა, ბევრი იქ არ იყო დროულად. დიახ, ამისთვის, ევროპა გულწრფელ ბოდიშს სთავაზობს. სიმართლეა, რომ რეალურად ამისთვის მზად არავინ იყო“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
„ბიბისი“ წერს, რომ იტალიაში კორონავირუსს დღემდე 21 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, რაც ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
„ბიბისის“ თანახმად, მარტის დასაწყისში, როდესაც იტალია აფეთქების შეკავებას ცდილობდა, საფრანგეთმა და გერმანიამ სახის ნიღბების ექსპორტზე შეზღუდვები დააწესეს, მიუხედავად ევროკომისიის გაფრთხილებისა, რომ ამგვარ ქმედებას შესაძლოა, ვირუსზე კოლექტიური რეაგირებისთვის ძირი გამოეთხარა.