ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ბოლო სვლა მოითხოვს სანქციების ახალ რაუნდს რუსეთის წინააღმდეგ
ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ბოლო სვლა მოითხოვს სანქციების ახალ რაუნდს რუსეთის წინააღმდეგ. აღნიშნულის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„პრეზიდენტი პუტინი ახლა აჩვენებს თავის სისუსტეს, რადგან რასაც ხედავთ არის, რომ ის ცდილობს ნაკლებად გაწვრთნილი, ნაკლებად გამოცდილი და ნაკლებად მოტივირებული პერსონალის მობილიზებას და მას სურს ფსევდორეფერენდუმების ჩატარება უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე. ამიტომ ვფიქრობ ეს კვლავ მოითხოვს სანქციებს ჩვენი მხრიდან”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ინტერვიუს შემდეგ მან „სიენენის“ ჟურნალისტს დაუდასტურა მზადყოფნა მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ მზად ვართ დავაკისროთ შემდგომი ეკონომიკური საფასური რუსეთს და იმ კერძო და იურიდიულ პირებს რუსეთის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, რომლებიც მხარს უჭერენ მას პოლიტიკურად თუ ეკონომიკურად. გარდა ამისა, ჩვენ შევთავაზებთ საექსპორტო კონტროლის დამატებით ზომებს სამოქალაქო ტექნოლოგიებზე, რადგან რუსეთი გადადის სრულ საომარ ეკონომიკაზე”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.