ევროკომისიის პრესსპიკერი - ჩვენ არ ვართ ორიენტირებული ევროკავშირში ახალი ქვეყნების გაწევრიანების თარიღზე
ევროკომისიის პრესსპიკერი - ჩვენ არ ვართ ორიენტირებული ევროკავშირში ახალი ქვეყნების გაწევრიანების თარიღზე

არ ვართ ორიენტირებული თარიღზე, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, დანა სპინატმა გაფართოების შესახებ კითხვის პასუხად ბრიფინგზე განაცხადა.

სპინატმა აღნიშნა, რომ გაფართოება ევროკომისიის პოლიტიკური პრიორიტეტია და ახალი წევრების ევროკავშირში შესვლა მათ დამსახურებაზე უნდა იყოს დაფუძნებული.

ამასთან, სპინატმა არ გააკეთა კომენტარი შარლ მიშელის განცხადებაზე, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად.

„ჩვენ არ ვართ ორიენტირებული ევროკავშირში ახალი ქვეყნების გაწევრიანების თარიღზე.​ ჩვენ ორიენტირებული ვართ, კანდიდატ ქვეყნებთან ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლოთ, რათა მოვემზადოთ მათი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ჩვენ ორიენტირებული ვართ იმ რეფორმების მხარდაჭერაზე, რომლებსაც ვახორციელებთ. ჩვენ ვახორციელებთ ინვესტიციებს, რომლებიც ეხმარება მათ, გარდაქმნან თავიანთი ეკონომიკები და მიუახლოვდნენ მოთხოვნებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ევროკავშირში გაწევრიანებამდე“, – დასძინა მან.