ევროკომისიის ახალ გენმდივნად ჟან-კლოდ იუნკერის აპარატის ხელმძღვანელი დაინიშნა
ევროპულმა კომისიამ ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერის აპარატის ხელმძღვანელი მარტინ სელმაიერი ევროკომისიის ახალ გენერალურ მდივნად დანიშნა, რაც ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობაა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ეს იმას ნიშნავს, რომ სეილმაიერი, რომელიც ბრიუსელის ინსტიტუტებში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მოთამეშედ ითვლება, ევროკომისიაში მას შემდეგაც დარჩება, რაც ჟან-კლოდ იუნკერი თანამდებობას დატოვებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება ძალაში 1-ლი მარტიდან შევა. ამავდროულად, ჟან-კლოდ იუნკერის გადაწყვეტილებით, მის აპარატს 1-ლი მარტიდან კვლავ კლარა მარტინეზ ალბეროლა უხელმძღვანელებს, რომელიც იუნკერის აპარატს მარტინა სელმაიერამდე ხელმძღვანელობდა.
გასული წლის ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისიის პრეზიდენტის შეხვედრის დროს, ტერეზა მეიმ იუნკერს „ბრექსიტთან“ დაკავშირებით დახმარება სთხოვა. ნიკ ტიმოტიმ, რომელიც ტერეზა მეის ყოფილი მრჩეველია, განაცხადა, რომ ამ ინფორმაციამ ჟან-კლოდ იუნკერის აპარატიდან გაჟონა, რომელსაც მარტინ სელმაიერი ხელმძღვანელობდა.