ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირი რუსეთის ენერგეტიკაზე დამოკიდებული აღარ არის
ევროკომისიის პრესსპიკერის, ტიმ მაკფის განცხადებით, გაზის მოხმარების შემცირების გეგმის წყალობით, ევროკავშირი რუსეთის ენერგეტიკაზე დამოკიდებული აღარ არის.
„ბოლო წლის განმავლობაში ევროპამ განახორციელა ამბიციები გეგმის მიხედვით, რომელიც რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შეწყვეტას გულისხმობს. ახლა ჩვენ შეგვიძლია, განვაცხადოთ, რომ ჩვენ მათზე დამოკიდებული აღარ ვართ“, – განაცხადა მაკფიმ.
ევროკომისიის წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირმა შეწყვიტა რუსული ნახშირის იმპორტიც, ხოლო ნავთობი რუსეთის ფედერაციიდან წარმოადგენს მხოლოდ მცირე ნაწილს იმ მოცულობის, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყებამდე იყო. აღნიშნული გეგმის მიხედვით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალისხმევით, გაზის მოხმარება მიმდინარე წლის მარტამდე, სულ მცირე, 15%-ით უნდა შემცირებულიყო.