ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობა უკრაინის დახმარებაზე არ აისახება
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობა უკრაინის დახმარებაზე არ აისახება

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობა უკრაინის დახმარებაზე არ აისახება. როგორც ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის წარმომადგენელმა, ერიკ მამერმა განაცხადა, არ არსებობს მიზეზი, ვიფიქროთ, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტის გამწვავება ევროკავშირის მხრიდან უკრაინის დახმარებაზე აისახება.

როგორც ევროკომისიაში ამბობენ, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს ნებისმიერი საერთაშორისო მოვლენიდან სარგებლის მიღებას ცდილობს, თუმცა არაფერი გამოუვა და შექმნილი მდგომარეობა არავითარ შემთხვევაში არ აისახება ევროკავშირის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერაზე.

„რა თქმა უნდა, რუსეთი ცდილობს, ბოროტად გამოიყენოს ის ყველაფერი, რაც საერთაშორისო სფეროში ხდება, იქნება ეს დესტაბილიზაციის გაძლიერება ან უკრაინის წინააღმდეგ კამპანიის გაფართოება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირის ყურადღება უკრაინის თემიდან სხვაგან გადავა“, – განაცხადეს ევროკომისიაში.