ევროკომისიამ უნგრეთს 13 მილიარდი ევროს ოდენობის თანხა გაუყინა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ევროკომისიამ უნგრეთის პოსტპანდემიური აღდგენის გეგმა დაამტკიცა, თუმცა განაცხადეს, რომ ქვეყანა ვერ მიიღებს 5.8 მილიარდი ევროს ოდენობის თანხას, ვიდრე არ განახორციელებს რეფორმებს სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ.
პარალელურად, კომისიამ ასევე რეკომენდაცია მისცა ევროკავშირის ხელმძღვანელობას, გაყინონ 7.5 მილიარდი ევროს ოდენობის თანხა, რომელსაც უნგრეთი მოქალაქეთა ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად ევროკავშირის ბიუჯეტიდან იღებს, როგორც გაერთიანების შედარებით ღარიბი წევრი.
ევროკომისია თვეების განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს უნგრეთის ხელისუფლებასთან ქვეყანაში არსებული კორუფციის მაღალ დონესთან, სასამართლოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დამოუკიდებლობისა და უმცირესობათა უფლებებთან დაკავშირებით.
„არავითარი თანხები არ იქნება, ვიდრე სათანადოდ არ განხორციელდება აუცილებელი ეტაპები“, – განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა.