ევროკომისიამ უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა აღარ გაახანგრძლივა
ევროკომისიამ უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა აღარ გაახანგრძლივა.
როგორც ეროკომისიის განცხადებაშია აღნიშნული, დაწესებული ზომები დღეს ამოიწურება.
ამასთან, ევროკომისია აღნიშნავს, რომ უკრაინა დათანხმდა, მარცვლეულის ჭარბი რაოდენობის შესვლის თავიდან ასაცილებლად 30 დღის ვადაში წარადგინოს სამართლებრივი ზომები, მაგალითად, ექსპორტის ლიცენზირების სისტემა. მანამდე კი, უკრაინა 16 სექტემბრიდან მიიღებს ეფექტიან ზომებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ოთხი ტიპის ექსპორტის კონტროლისთვის. უკრაინა სამოქმედო გეგმას 18 სექტემბრამდე წარადგენს.
ევროკომისია აცხადებს, რომ თავს შეიკავებს რაიმე სახის შეზღუდვების დაწესებისგან, ვიდრე უკრაინის მიერ წარდგენილი ეფექტიანი ზომები სრულად იმოქმედებს.
ევროკომისიამ უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გარკვეული სახეობის ექსპორტზე აკრძალვა 2 მაისს დააწესა.