ევროკომისიამ „ჯონსონ ენდ ჯონსონის“კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საბოლოოდ დაამტკიცა
ევროკომისიამ კორონავირუსის საწინააღმდეგო „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინა საბოლოოდ დაამტკიცა. ამგვარად, ვაქცინის გამოყენება ევროკავშირის ქვეყნებში უკვე შესაძლებელია.
„მეტი უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინა ჩნდება ბაზარზე. ახლახანს ევროკავშირში „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის გამოყენების ნებართვა გავეცით“, – დაწერა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ვონ დერ ლაიენმა.
მანამდე აღნიშნული პრეპარატი ევროპის წამლის სააგენტომ დაამტკიცა.
„ჯონსონ ენდ ჯონსონი“ გახდა მეოთხე ვაქცინა, რომელსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე გამოიყენებენ. აღნიშნული ვაქცინა სხვა დამტკიცებული ვაქცინებისგან იმით განსხვავდება, რომ აცრის მხოლოდ ერთი დოზაა საჭირო.