ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს რუსეთის წინაღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის წინადადება წარუდგინა
ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს რუსეთის წინაღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის წინადადება წარუდგინა.
ახალ პაკეტში შეთავაზებულია 120-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ სანქციების დაწესება.
ამასთან, წინადადება შეიცავს იმპორტისა და ექსპორტის ახალი აკრძალვების მიღებას, ასევე ქმედებებს ნავთობის ფასის ლიმიტის გამკაცრების მიზნით.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, წინადადებების მიზანია სანქციების ჩარჩოს გამყარება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციების პაკეტი არის ევროკავშირის სტრატეგიის ნაწილი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო ომზე საპასუხოდ.