ევროკომისიამ ევროკავშირის ბაზარზე „ფაიზერის“ და „ბიოენტექის“ მიერ შემუშავებული ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა
ევროკომისიამ ევროკავშირის ბაზარზე „ფაიზერის“ და „ბიოენტექის“ მიერ შემუშავებული ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა. ევროკომისიის გადაწყვეტილება ემყარება პოზიტიურ სამეცნიერო რეკომენდაციას, რომელიც ეფუძნება ვაქცინის უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხის სრულყოფილ შეფასებას ევროპის წამლის სააგენტოსგან და დამტკიცებულია წევრი სახელმწიფოების მიერ.
ევროკომისია, წევრი სახელმწიფოები და კომპანია ამჟამად მუშაობენ პირველი დოზების მიწოდებაზე, რომ ვაქცინაცია ევროკავშირში უკვე 27-29 დეკემბერს დაიწყოს.
ვაქცინის მიწოდება გაგრძელდება დეკემბერში და უახლოესი თვეების განმავლობაში. 200 მილიონი დოზის ვაქცინის განაწილება 2021 წლის სექტემბრისთვის იგეგმება.