ევროკომისია უნგრეთს ევროკავშირის დისციპლინის დარღვევაში სდებს ბრალს
ევროკომისია უნგრეთს ევროკავშირის დისციპლინის დარღვევაში სდებს ბრალს. ევროპარლამენტი დღეს ბუდაპეშტის წინააღმდეგ სამართალწარმოების დაწყების საკითხს განიხილავს.
ევროდეპუტატებმა უნდა გადაწყვიტონ, რამდენად მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის უნგრეთის ხელისუფლების პოლიტიკა, მაგალითისთვის მიგრანტების საკითხზე, ევროკავშირის ღირებულებებსა და წესებს.
მანამდე, ანალოგიური სამართალწარმოება ევროკომისიამ პოლონეთის წინააღმდეგაც წამოიწყო.
როგორც მოსალოდნელია ევროპარლამენტის ბრალდებას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პირადად უპასუხებს. როგორც ორბანი და მისი პარტია „ფიდესი“ ამტკიცებს, ის პრობლემები, რომელზეც ევროკომისია საუბრობს, დიდი ხნის წინა მოგვარდა.
ევროპარლამენტში მკაცრად აკრიტიკებენ უნგრეთის მთავრობის მიერ მიღწეულ კანონს, რომელიც არალეგალი მიგრანტების მხარდამჭერი არასამთავრობოებისა და აქტივისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითვალისწინებს. ევროდეპუტატების უკმაყოფილებას იწვევს უნგრეთის მთავრობის მიდგომა მედიის, სასამართლოებისა და უნივერსიტეტების წინააღმდეგ.
უნგრეთის წინააღმდეგ დისციპლინარული სამართალწარმოების დასაწყებად ევროპარლამენტის შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერაა საჭირო.