ევროკომისია რუმინეთს მოუწოდებს გადახედოს სასამართლო რეფორმას. ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან კლოდ იუნკერისა და მისი პირველი მოადგილის, ფრანს ტიმერმანსის ერთობლივი განცხადება ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ამგვარად, რუმინეთი პოლონეთის შემდეგ მეორე ქვეყანა გახდა, რომელსაც ევროკომისია მოუწოდებს, გადახედოს სასამართლო რეფორმას. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკომისია შეშფოთებით აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.
„ევროკომისია მოუწოდებს რუმინეთს, გადახედოს სამოქმედო გეგმას და ევროკომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ფართო დისკუსია დაიწყოს, რომ კონსენსუსი იქნას მიღწეული“, – აღნიშნულია განცხადებაში.