ევროკომისია Facebook-ის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს მიიღებს,- ამის შესახებ იუსტიციის საკითხებში ევროკომისარმა ვეტა იუროვამ განაცხადა. მისი თქმით, სოციალური ქსელის 50 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემების ბოროტად გამოყენება მიუღებელია.
„მოვითხოვ Facebook-ის ახსნა-განმარტებას თუ რამდენად შეეხო ეს ყველაფერი ევროკავშირის მოქალაქეებს”, – განაცხადა მაღალჩინოსანმა.
საქმე ეხება კომპანია Cambridge Analitica-ს გარშემო აგორებულ სკანდალს. როგორც აღმოჩნდა, ამ კომპანიამ სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებელთა პირადი მონაცემები მესამე პირს, კერძოდ კი დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბს, გადასცა.
აშშ-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით შესაბამის საპასუხო ზომებზე მუშაობენ.
„ეს სკანდალი უნდა გახდეს სიგნალი თითოეული ჩვენგანისთვის. ის თუ როგორ ვეპყრობით პირად მონაცემებს, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ჩვენზე”, – განაცხადა ვერა იუროვამ.