ევროკომისია ევროპაში უფასოდ მოგზაურობის მსურველ 18 წლის ახალგაზრდებს მატარებლის უფასო ბილეთებით დააფინანსებს
ევროკომისია ევროპაში უფასოდ მოგზაურობის მსურველ 18 წლის ახალგაზრდებს მატარებლის უფასო ბილეთებით დააფინანსებს. მათ 30-მდე დღის განმავლობაში მაქსიმუმ ოთხი სხვადასხვა ქვეყნის მონახულების საშუალება ექნებათ.
პროექტი ევროკავშირში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის კულტურული ურთიერთობებისა და კავშირების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. მოგზაურობის პერიოდი ივლის-სექტემბერს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ პროექტი, მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების ხარჯებს ითვალისწინებს და არ მოიცავს, საცხოვრებელ, კვების და სახარჯო თანხებს.
უფასო ბილეთების მფლობელთა ვინაობას ევროკომისია გამოავლენს. პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოთქვან ევროპის სულ მცირე ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მონახულების სურვილი და მონაწილეობა მიიღონ ვიქტორინაში.
აპლიკანტები ასევე დაინტერესებული უნდა იყვნენ გახდნენ ელჩები და თავიანთი მოგზაურობის შესახებ წარადგინონ მოხსენებები, ასევე უზრუნველყონ ფოტომასალები გამოფენისთვის. განაცხადების მიღების ვადა 26 ივნისამდეა