ევროკომისია დღეს პოლონეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს
ევროკომისია დღეს პოლონეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს. როგორც სააგანტო „როიტერსი“ იუწყება, ევროკავშირში სულ უფრო მეტი უჭერს მხარს ვარშავისთვის ხმის უფლების დროებით ჩამორთმევას. საქმე ეხება სადაო სასამართლო რეფორმას, რომელიც პოლონეთის ხელისუფლებამ ბრიუსელის არაერთი გაფრთხილების მიუხედვად მაინც მიიღო.
იმ შემთხვევაში, თუ პოლონეთს სანქციებს დაუწესებენ, ხმის უფლების გარდა ვარშავა მილიონობით დოლარის ფინანსური დახმარების მიღების შესაძლებლობას დაკარგავს.
„თუ პოლონეთი არ შეაჩერებს აღნიშნულ რეფორმას, ჩვენ არ გვექნება სხვა არჩევანი და პოლონეთის წინააღმდეგ გამოვიყენებთ მეშვიდე მუხლს“, – ეს განცხადება ევროკომისიის შეხვედრის დაწყებამდე ევროკავშირის მაღალჩინოსანმა გააკეთა.
მიუხედვად ამისა, ვარშავის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება შესაძლოა, ვარშავის უახლოესმა პარტნიორმა, უნგრეთმა დაბლოკოს.
პოლონეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები 2015 წლიდან დაიძაბა, როდესაც ხელისუფლებაში „კანონის და სამართლიანობის“ პარტია მივიდა.
ბრიუსელში ამტკიცებენ, რომ პოლონეთის მოქმედი მთავრობის მიერ შემუშავებული რეფორმა მოსამართლეების დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის. ევროსაბჭომ ახალი კანონმდებლობა საბჭოთა კავშირის პერიოდის რეგულაციებს შეადარა.
რეფრორმა ძალაში მას შემდეგ შევა, რაც პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონს ხელს პრეზიდენტი მოაწერს. ანჟეი დუდას ამისთვის ვადა 5 იანვრამდე აქვს.