ევროკომისია ჩრდილოეთ ირლანდიაში ჟურნალისტის მკვლელობას მკაცრად აკრიტიკებს
ევროკომისია ჩრდილოეთ ირლანდიაში ჟურნალისტის მკვლელობას მკაცრად აკრიტიკებს. ამის შესახებ იფნორმაციას „ფრანს პრესი“ ავრცელებს.
„მკაცრად ვგმობთ ასეთ ძალადობას და დარწმუნებულები ვართ, დიდი ბრიტანეთის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ამ საქმის გამოსაძიებლად“, – განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.
ჩრდილოეთ ირლანდიის პროვინციაში არეულობის დროს ჟურნალისტი დაიღუპა. არეულობა იმ დროს მოხდა, როდესაც ირლანდიელები ბრიტანელების წინააღმდეგ 1916 წლის ამბოხების მორიგ წლისთავს აღნიშნავდნენ.
დაღუპული ჟურნალისტი 29 წლის ლაირა მაკია, რომელიც ამ კონფლიქტსა და მის შედეგებზე წერდა.