ევროკომისია ბულგარეთს ვაქცინაციის დაუყოვნებლივ გაფართოებისკენ მოუწოდებს
ევროკომისია ბულგარეთს ვაქცინაციის დაუყოვნებლივ გაფართოებისკენ მოუწოდებს

ევროკომისია ბულგარეთს მოუწოდებს, დაუყონებლივ გააფართოოს ვაქცინაცია, რათა თავიდან იყოს აცილებული ვირუსის ბულგარული შტამის გავრცელება. შესაბამისი განცხადება შიდა ბაზრის საკითხებში ევროკომისარმა, ტიერი ბრეტონმა გააკეთა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ბულგარეთში მოსახლეობის მხოლოდ 30 პროცენტს აქვს ვაქცინის ერთი დოზა გაკეთებული. ბულგარეთში ვირუსით გამოწვეული ლეტალური შემთხვევების რაოდენობის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

„ეს პირველ რიგში სარისკოა ბულგარეთის მოსახლეობისთვის, თუმცა ასევე არსებობს ვირუსის ახალი ვარიანტის გაჩენის რისკი, რომელიც გაცილებით საშიში იქნება, ვიდრე სხვები. არ მინდა, რომ ვსაუბრობდეთ პოტენციურ ბულგარულ ვარიანტზე, თუმცა არაფერს თუ არ გავაკეთებთ, ვნახავთ ბულგარულ ვარიანტს, რადგანაც ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანია აუცრელი“, – განაცხადა ტიერი ბრეტონმა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ბულგარეთში „კოვიდ-19“-ის 668 363 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 26 985 ადამიანი.