ევროკომისია ამერიკული კორპორაცია Google-ის წინააღმდეგ ახალი საქმეების გამოძიების დაწყებას გეგმავს
ევროკომისია ამერიკული კორპორაცია Google-ის წინააღმდეგ ახალი საქმეების გამოძიების დაწყებას გეგმავს.
ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი კონკურენციის საკითხებში ევროკომისარ მარგრეტ ვესტაგერზე დაყრდნობით იტყობინება.
„Google-ის წინააღმდეგ დაწყებული იქნება ახალი საქმეები“, – განაცხადა ევროკომისარმა პეკინში ვიზიტისას.
2015-2016 წლებში ევროკომისიამ ამერიკული კომპანიის წინააღმდეგ რამდენიმე საქმის გამოძიება დაიწყო. კერძოდ, 2015 წლის აპრილში ევროკომისიამ Google-ი კონკურენციის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა. ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ Google-ის საძიებო სისტემა პრიორიტეტს საკუთარ ონლაინ-სერვისებს ანიჭებს და ამით კონკურენტებისა და მომხმარებლების უფლებებს არღვევს.
2017 წლის ივნისში კი ევროკომისიამ Google-ი საძიებო სისტემების ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა და 2,42 მილიარდი ევროთი დააჯარიმა.