ევროკომისია - აღმოსავლეთ პარტნიორების ტერიტორიული მთლიანობისა და ენერგოდამოუკიდებლობის დაცვა პრიორიტეტად დარჩება
აღმოსავლეთ პარტნიორების ტერიტორიული მთლიანობისა და ენერგოდამოუკიდებლობის დაცვა პრიორიტეტად რჩება, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც ევროკავშირისა და აშშ-ის ურთიერთობების განახლებულ სტრატეგიას განსაზღვრავს.
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ტრანსატლანტიკური ალიანსი საერთო ღირებულებებისა და ისტორიის გარდა, ასევე საერთო ინტერესებს ეფუძნება, რომელიც უფრო ძლიერი, მშვიდობიანი და განვითარებული სამყაროს მშენებლობას ისახავს მიზნად.
ევროკომისიის მიერ აშშ-ისა და ევროკავშირის ურთიერთბების განახლებული დღის წესრიგი ოთხ ძირითად სფეროს ეხება: „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან ერთობლივად გამკლავება, კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა, სავაჭრო და ტექნოლოგიურ სფეორში საერთო სტანდარტების დამკვიდრება და მსოფლიოში დემოკრატიის განმტკიცება.
დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი აღმოსაველთ პარტნიროებს ეხება.
„ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა რუსეთის საკითხზე კვლავ გადამწყვეტი იქნება, კეროძოდ კი საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვის საკითხებზე. ეს მოიცავს ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორების ტერიტორიული მთლიანობისა და ენერგოდამოუკიდებლობის დაცვას“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ევროკომისიაში იმედს გამოთქვამენ, რომ ევროკავშირისა და აშშ-ის ურთიერთობების განახლებული სტრატეგია 2021 წელს დაგეგმილ ერთობლივ სამიტზე იქნება წარდგენილი.