ევროკომისია - 2018 წლის პირველ ნახევარში საქართველოს მოქალაქეები თავშესაფარს ყველაზე ხშირად საფრანგეთში ითხოვდნენ
ევროკომისია - 2018 წლის პირველ ნახევარში საქართველოს მოქალაქეები თავშესაფარს ყველაზე ხშირად საფრანგეთში ითხოვდნენ

2018 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საგრძნობლად გაიზარდა, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში, რომელშიც საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციისთვის დაწესებული მოთხოვნების შესრულებაა შეფასებული.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2018 წლის პირველ ექვს თვეში, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეთა განაცხადების რაოდენობა გაორმაგებულია. კერძოდ თუ 2017 წლის პირველ ნახევარში თავშესაფარი საქართველოს 4 770-მა მოქალაქემ მოითხოვა, 2018 წელს განაცხადების რიცხვი 9 680-ია.

ამავე პერიოდში საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად თავშესაფარს საფრანგეთში (2 905), გერმანიაში (2 700), შვეიცარიაში, საბერძნეთში, ესპანეთსა და იტალიაში ითხოვდნენ.