ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი - ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას და დახმარებას უზრუნველყოფს მრავალი მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის მიზნით
ევროკავშირი საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგას და დახმარებას უზრუნველყოფს მრავალი მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის მიზნით, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ტვიტერზე წერს.
როგორც ევროკომისარი აღნიშნავს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დღეს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კარგი საუბარი ჰქონდა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დღეს კარგი საუბარი მქონდა მოვლენების ბოლოდროინდელი განვითარების შესახებ. საუბრისას ხაზი გავუსვი პარტიებს შორის დიალოგის მნიშვნელობას და ახალ კორონავირუსთან ბრძოლას. ევროკავშირი საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდით დგას და დახმარებას უზრუნველყოფს მრავალი მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის მიზნით. მეტი ურთიერთკავშირი ჩვენი საერთო პრიორიტეტია“, – აღნიშნავს ევროკომისარი.