ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი დავით ზალკალიანთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან ბრიუსელში გამართული შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
როგორც ვარჰეი აღნიშნავს, შეხვედრაზე განიხილეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის შესრულება და ევროკავშირ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები.
„დღეს დავით ზალკალიანთან გავცვალე მოსაზრებები „აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის“ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის შესრულებისა და ევროკავშირ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების წინ წაწევის შესახებ. ასევე, განვიხილეთ რეგიონში არსებული სიტუაცია“, – წერს ოლივერ ვარჰეი.