ევროკომისარი ილვა იოჰანსონი აცხადებს, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი ევროკავშირში საშობაო არდადეგების პერიოდში ტერაქტების რისკს ზრდის
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი ევროკავშირში საშობაო არდადეგების პერიოდში ტერაქტების რისკს ზრდის. ევროკომისარ ილვა იოჰანსონის განმარტებით, ომი და საზოგადოებაში არსებული პოლარიზაცია მოახლოებულ არდადეგებზე ტერორისტული თავდასხმების რისკს ზრდის.
„ჩვენ ვიხილეთ ეს პარიზში ცოტა ხნის წინ, სამწუხაროდ, ეს ადრეც გვინახავს“, – განაცხადა იოჰანსონმა ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.
როგორც მედია წერს, ევროკომისარი გულისხმობდა საფრანგეთის დედაქალაქში დანით თავდასხმისას მოკლული გერმანელი ტურისტის შემთხვევას.