ევროკავშირში შიდა ფრენების დროს პირბადის ტარება ექვსი წლის ასაკიდან ყველა მგზავრისთვის სავალდებულო იქნება
ევროკავშირში შიდა ფრენების დროს პირბადის ტარება ექვსი წლის ასაკიდან ყველა მგზავრისთვის სავალდებულო იქნება

ევროკავშირში შიდა ფრენების დროს პირბადის ტარება ექვსი წლის ასაკიდან ყველა მგზავრისთვის სავალდებულო იქნება. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრებმა მიიღეს.

როგორც გერმანიის ტრანსპორტის მინისტრმა განაცხადა, ასევე საჭირო იქნება თვითმფრინავის უფრო ხშირი დეზინფექცია, მგზავრების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა და სოციალური დისტანციის დაცვა.

ავიაკომპანიების დიდმა ნაწილმა ფრენის დროს პირბადის ტარება უკვე სავალდებულო გახადა, თუმცა, ბავშვები გამონაკლისს წარმოადგენენ.