ევროკავშირში მიაღწიეს შეთანხმებას გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების შესახებ
ევროკავშირში მიაღწიეს შეთანხმებას გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების შესახებ

ევროკავშირში მიაღწიეს შეთანხმებას გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების თაობაზე, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ლუქსემბურგში მედიასთან განაცხადა.

„დღეს მინისტრები შეთანხმდნენ საკანონმდებლო ჩარჩოზე გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით ევროპის მშვიდობის ფონდის დასაფინანსებლად“, – განაცხადა ბორელმა.

ბორელის თქმით, პირველი ტრანში 1,4 მილიარდ ევროს შეადგენს და ამ თანხების გამოყენება უკრაინის სასარგებლოდ მაქსიმალურად ოპერატიულად დაიწყება.

„1,4 მილიარდი ევრო ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ თვეში, დამატებით ერთი მილიარდი კი – წლის ბოლომდე. ისინი გამოყენებული იქნება სამი მიზნისთვის – საჰაერო თავდაცვისთვის, საბრძოლო მასალისა და უკრაინული ინდუსტრიის მხარდაჭერისთვის“, – თქვა ბორელმა.