ევროკავშირში ე.წ. ბრექსითის შესახებ მოლაპარაკებების შესაძლო ჩაშლისთვის ემზადებიან.
ევროკავშირში ე.წ. ბრექსითის შესახებ მოლაპარაკებების შესაძლო ჩაშლისთვის ემზადებიან. ეს განცხადება ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში ბრიუსელის წარმომადგენელმა, მიშელ ბარნიემ ფრანგულ ჟურნალთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, დიდ ბრიტანეთს ორი კვირა აქვს იმისთვის, რომ ბრიუსელთა სადავო საკითხებზე შეთანხმდეს.
როგორც მიშელ ბარნიემ განაცხადა, მთავარ თემად რჩება ლონდონის ფინანსური ვალდებულებები. ბარნიეს თქმით, მოლაპრაკებების ჩაშლა არავის აწყობს, თუმცა ამის შესაძლებელობა არსებობს.
შეგახსნებთ, რომ „ბრექსითის“ პირობების შესახებ ლონდონსა და ბრიუსელს შორის მოლაპარაკებების ექვსი რაუნდი გაიმართა. თუმცა, ჯერ კონკრეტული შეთანმება მიღწეული არ არის. დიალოგი დეკემბერში უნდა განახლდეს.