ევროკავშირსა და უკრაინას შორის მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი
ევროკავშირსა და უკრაინას შორის მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი

ევროკავშირსა და უკრაინას შორის მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი.

აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი „ტვიტერის“ მიკრობლოგში წერს.

„ევროკავშირის სახელით, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოწერა ხელი, გადაუდებელი დაფინანსების სახით, უკრაინისთვის მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარებისთვის. ეს თანხა გადაირიცხება ივლისის ბოლოს, უკრაინის მთავრობისა და ხალხის მხარდასაჭერად. უკრაინის ეკონომიკა ომშია. ევროკავშირი აქ არის დასახმარებლად“, – წერს „ტვიტერზე“ ევროპული კომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი.