ევროკავშირმა თავდაცვასა და შეიარაღებასთან დაკავშირებული 13 ახალი პროექტი დაამტკიცა
ევროკავშირმა დაამტკიცა 13 ახალი პროექტი, რომელიც თავდაცვის გაძლიერებას და ახალი შეიარაღების შექმნას ისახავს მიზნად.
გეგმის მიხედვით, რომელიც ევროკავშირის თავდაცვის მინისტრებმა მიიღეს, ორგანიზაცია დაიწყებს მუშაობს ახალ საპატრულო გემზე, ასევე თვითმფრინავების ელექტრონული იარაღსა და ბალისტიკური რაკეტების მონიტორინგის სისტემაზე.
ასევე მუშაობა მიმდინარეობს წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო სისტემის შექმნაზე, რაც საზღვაო გზებისა და კომუნიკაციების დაცვას უზრუნველყოფს.
„პესკოს“ (PESCO) სახელით ცნობილ პროგრამაში, რომლის მიზანიც ევროკავშირის სამხედრო შესაძლებლობების განვითარებაა, ევროკავშირის 23 წევრი სახელმწიფოა ჩართული. შესაბამის შეთანხმებას მათ ჯერ კიდევ 2017 წელს მიაღწიეს.
როგორც საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, ევროკავშირმა თავდაცვის სფეროში მეტი ინვესტიცია უნდა დააბანდოს. ამჟამად, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში მუშაობა სულ 47 პროექტზე მიმდინარეობს. დაფინანსების 60% საფრანგეთზე, გერმანიაზე, იტალიასა და ესპანეთზე მოდის.