ევროკავშირმა შესაძლოა, ზაფხულის დროზე უარი თქვას. ევროპარლამენტში ამ თემაზე დებატები გაიმართა. შედეგად, საკანონმდებლო ორგანომ მოქმედი ნორმის გადახედვას მხარი დაუჭირა. ახლა გადაწყვეტილება ევროკომისიამ უნდა მიიღოს.
მოქმედი დირექტივა 2001 წელს დამტკიცდა, მისი გაუქმების მოწოდებით მას შემდეგ არაერთი განცხადება გაკეთდა.
წესის გადახედვის მომხრეები აცხადებენ, რომ ის ეკონომიკურად გაუმართლებელი და მოქალაქეებისთვის არაკომფორტულია.
ზაფხულის დრო უკვე გაუქმებულია არაერთ ქვეყანაში, მათ შორის 2005 წლიდან საქართველოში.
წელიწადში ორჯერ საათის გადაწევა მე-20 საუკუნის დასაწყისში, ენერგიის ეკონომიის მიზნით დაიწყეს.