ევროკავშირმა შესაძლოა, გერმანიის წინააღდეგ საქმე აღძრას
ევროკავშირმა შესაძლოა, გერმანიის წინააღდეგ საქმე აღძრას

ევროკავშირმა გერმანიის წინააღდეგ შესაძლოა, ევროპის ცენტრალური ბანკის ობლიგაციების შეძენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გამო საქმე აღძრას. საუბარია გერმანიის კონსტიტუციური სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც სასამართლო აღიარებს, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ობლიგაციების შეძენის თაობაზე მიღებული რეგულაციებით საკუთარ მანდატს გადააბიჯა. ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგნელმაევროაქტივს“ განუცხადა.

გერმანიის კონსტიტუციურმა სასამართლომ გასულ კვირას ევროპის ცენტრალურ ბანკს სამი თვე მისცა, რათა გადახედოს ევროზონის მიღებულ სტიმულის სქემას, წინააღმდეგ შემთხვევაში ბუნდესტაგი მასთან თანამშრომლობას წყვეტს.

ამის საპასუხოდ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ, რომელმაც თავის დროზე ევროპის ცენტრალური ბანკის სქემა დაამტკიცა, განაცხადა რომ ევროკავშირის კანონმდებლობა ადგილობრივ რეგულაციებზე მაღლა დგას.

მომხდარის შესახებ კომენტარი გააკეთა ევროკომისიის პრეზიდენტმაც, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და დაადასტურა, რომ ევროკომისიამ შესაძლოა, მართლაც წამოიწყოს საქმე გერმანიის წინააღმდეგ.

„გერმანიის კონსტიტუციური სასამართლოს გადაწყეტილება ჩრდილს აყენებს ორ საკითხს: ევროს სისტემას და ევროპის იურიდიულ სისტემას. ჩვენ ახლა ვეცნობით გერმანიის კონსტიტუციური სასამართლოს გადაწყვეტილებას და შესაძლო შემდეგ ნაბიჯებსაც განვიხილავთ, რომელიც შეიძლება, კანონის დარღვევის შესაბამისი პროცედურებსაც მოიცავდეს“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიას აქვს ძალაუფლება, ასეთი შემთხვევები ლუქსემბურგში მდებარე ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს წარუდგინოს, თუ რომელიმე წევრი ქვეყანა ევროკავშირის კანონმდებლობას არღვევს.