ევროკავშირმა შესაძლოა, დიდ ბრიტანეთს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ექსპორტი შეუჩეროს
ევროკავშირმა შესაძლოა, დიდ ბრიტანეთს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ექსპორტი შეუჩეროს

ევროკავშირმა შესაძლოა, დიდ ბრიტანეთს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ექსპორტი შეუჩეროს.

ამის შესახებ საუბარია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წერილში, რომელსაც ბრიტანული „ინდეპენდენტი“ ავრცელებს.

წერილში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მზადაა, მიიღოს საგანგებო ზომები, რათა ევროკავშირის მოქალაქეები ვაქცინებით უზრუნველყოს, მათ შორის შეზღუდოს ბრიტანეთში „ფაიზერის“ ვაქცინის ექსპორტი. ამ გადაწყვეტილებას ბრიუსელში მას შემდეგ განიხილავენ, რაც ბრიტანულ-შვედურმა კომპანია „ასტრაზენეკამ“ განაცხადა, რომ შესაძლოა, მათი ვაქცინის ევროკავშირისთვის დროულად მიწოდება ვერ მოხერხდეს.

კომპანია „ასტრაზენეკა“ 2021 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირში ვაქცინების ექსპორტს 67 პროცენტით ამცირებს. ევროკომისარმა ჯანდაცვის საკითხებში, სტელა კირიაკიდესმაასტრაზენეკას“ ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა. ევროკავშირში ეჭვობენ, რომ „ასტრაზენეკა“ მათთვის განკუთვნილი ვაქცინების ნაწილს დიდ ბრიტანეთს და ევროკავშირის არაწევრ სხვა სახელმწიფოებს აწვდის.

საერთო ჯამში, ევროკავშირმა კონტრაქტი ვაქცინების მწარმოებელ რვა კომპანიასთან გააფორმა, თუმცა ამჟამად ევროკავშირში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო მხოლოდ ერთი „ფაიზერ-ბიონტექისვაქცინაა ხელმისაწვდომი.

დღეის მდგომარეობით, ევროკავშირის 450 მილიონი მოქალაქიდან მხოლოდ რვა მილიონია აცრილი. თუ ვაქცინაციის ტემპი არ დაჩქარდება, შესაძლოა, ევროპაში ეს პროცესი ორ წელს გაგრძელდეს.